მთავრობის ადმინისტრაცია ხათუნა ივანიშვილმაც დატოვა
02/03/2021 19:06:40 პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციაში თანამდებობა ხათუნა ივანიშვილმაც დატოვა.
ივანიშვილი კომუნიკაციის საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის მრჩევლის პოზიციას იკავებდა.
როგორც ივანიშვილმა „აქცენტს“ განუცხადა, პოზიცია მან პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ოფიციალურად 1 მარტს დატოვა.
ინფორმაციისთვის: როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ–მინისტრის ცვლილების შემდეგ ბოლო ორ კვირაში თანამდებობები დატოვეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, მისმა მოადგილემ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.


