Accentnews.ge
ირმა ინაშვილი: „ოპოზიციას პრინციპულობას ვერ ვატყობ“

ირმა ინაშვილი: „ოპოზიციას პრინციპულობას ვერ ვატყობ“

02/03/2021 19:40:17 პოლიტიკა

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციას პრინციპულ პოზიციას ვერ ხედავს.

"თუ ოპოზიციას ნამდვილად უნდა ახალ არჩევნებს მივაღწიოთ, მაშინ მე ვერ ვატყობ მათ პრინციპულობას და სულისკვეთებას, რომ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს და დაიწყონ სარჩელების შეტანა იმასთან დაკავშირებით, რომ 50-ზე მეტი დეპუტატი, პრაქტიკულად, მძევლად ჰყავს საქართველოს პარლამენტს აყვანილი.

ოპოზიციაც ეხმარება "ქართულ ოცნებას" ამ უკანონობაში, თითქოს, უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე, მაგრამ, რეალურად, დეპუტატები არიან.

პარლამენტში როლებში და ფუნქციების გადანაწილებას არეგულირებს რეგლამენტი, რომლის თანახმადაც მათ ეკუთვნით კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების ვიცესპიკერის პოსტი და ყველაფერი, მაგრამ ეს კი არ უნდათ, უნდათ სრულფასოვანი მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, უნდათ ერთობლივი მმართველობა,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა "რუსთავი 2“–ის ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S