Accentnews.ge
"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

03/03/2021 10:37:00 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა საკოორდინაციო ხასიათისაა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დაგეგმილი აქციების ფორმატთან დაკავშირებით უნდა იმსჯელონ.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, შესაძლოა, ხვალ დაგეგმილი აქცია განსხვავებული ფორმატით გაიმართოს, რაც ავტომობილებით აქცია-მსვლელობას მოიცავს.

ცნობისთვის: პროტესტი პარლამენტთან 26 თებრვლის შემდეგ გრძელდება. ადგილზე ამ დროისთვის 17 კარავია განთავსებული. ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოსთან გმართულ აქციაზე ორი მთავარი მოთხოვნა წარადგინა:

  • პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება;
  • ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვა იმ სისტემით და წესებით, რაც მოლაპარაკებისას საერთო ოპოზიციურ წინადადებებშია ასახული.

ამასთან, ოპოზიციამ უახლოესი დღეების გეგმები განასაჯაროვა:

  • 2 მარტს პარლამენტის შენობის პიკეტირება
  • 5 მარტს კანცელარიის შენობის პიკეტირება
  • 9 მარტს აქცია შსს–სთან
  • 11 მარტს აქციას სასამართლოსთან
  • 13 მარტს აქცია პარლამენტთან

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S