Accentnews.ge
ოპოზიცია: "როცა მელია იქნება მაგიდასთან, მაშინ იქნება დიალოგი სრულყოფილი"

ოპოზიცია: "როცა მელია იქნება მაგიდასთან, მაშინ იქნება დიალოგი სრულყოფილი"

03/03/2021 11:01:56 პოლიტიკა

ოპოზიციონერი პოლიტიკების განცხადებით, როცა ენმ–ის თავმჯდომარე მელია იქნება მაგიდასთან, მაშინ იქნება დიალოგი სრულყოფილი.

"ვცდილობთ ყველაფერს, რომ მოლაპარაკებები შედგეს და ის 6-პუნქტიანი ჩარჩო შეთანხმება რომელიც დატოვა ბატონმა მიშელმა და დათქმა არის 2-კვირიანი, ამ შეთანხმების ყველა პუნქტზე იყოს მიღწეული შეთანხმება. ნიკა მელიას გათვისუფლება, 8 მარტის შეთანხმების შესრულება, რაც გულისხმობს იმას, რომ გიროგი რურუა უნდა გათავისუფლდეს და რიგგარეშ ვადამდელ არჩევნებზე საუბრის დაწყება", - განაცხადა ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ.

"ტრიბუნას" თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ "ვიდრე მაგიდასთან ნიკა მელია არ დაჯდება, მანამდე ის მაგიდა მოლაპარაკებისთვის არალეგიტიმურია":

„აქციების მთავარი მოთხოვნა დღეს უნდა იყოს ნიკა მელიას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება. ბევრ ადამიანს ოპოზიციის სახელით საუბრის არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნებოდა, ნიკა მელია რომ აქ იჯდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე პირადად, ტოლობის ნიშნის წინააღმდეგი ვარ პოლიტპატიმრებსა და ნიკა მელიას შორის. ნიკა მელია არ არის კლასიკურად პოლიტპატიმარი და პოლიტდევნილი, ის არის მოტაცებული, მსხვერპლი. ორი მოწვევის პარლამენტი პირდაპირ ებრძვის ნიკა მელიას. სანამ ნიკა მელია არ დაბრუნდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, ჩემთვის ყველაფერი მეორეხარისხოვანია, იქედან გამომდინარე, რომ მთავარი მომლაპარაკებელი არ არის, ვის გამოც ეს დღის წესრიგი და მოცემულობა შეიქმნა".

ოპოზიცია საათზე მეტია კონსულტაციებს მართავს და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს. ლიდერები ამბობენ, რომ მათი ქმედებები დიალოგს ხელს არ შეუშლის და მოლაპარაკება ექვსივე პუნქტზე უნდა დაიწყოს. შეგახსენებთ, რომ ეს პუნქტები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ შედგა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S