Accentnews.ge
"როგორ შეიძლება, რამე ტიპის ზიანი მიაყენო ენმ–ს სადღაც გორში რაღაცა ოფისის დარბევით მაშინ, როდესაც თავად აყენებს ზიანს თავისი ბელადის განცხადებებით"

"როგორ შეიძლება, რამე ტიპის ზიანი მიაყენო ენმ–ს სადღაც გორში რაღაცა ოფისის დარბევით მაშინ, როდესაც თავად აყენებს ზიანს თავისი ბელადის განცხადებებით"

03/03/2021 11:30:56 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი გორში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაზიანების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ენმ-ს ყველაზე მეტად საკუთარი ქმედებები და ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები აზიანებს.

"რაც შეეხება გორში ენმ-ის ოფისის დარბევას, ჩვენ არა ერთხელ ვთქვით, რომ ძალადობა ნებისმიერი მხრივ მიუღებელია. ან როგორ შეიძლება, რამე ტიპის ზიანი მიაყენო "ნაციონალურ მოძრაობას", სადღაც გორში რაღაცა ოფისის დარბევით მაშინ, როდესაც თავად აყენებს ზიანს თავისი ბელადის განცხადებებით იქიდან, უკრაინიდან, ან აქ ისეთი დესტრუქციებით, რომელსაც აწყობებს პიკეტირებების სახით, ასე ურცხვად საქართველოს პარლამენტში. არ მგონია ამაზე მეტი ზიანის სურვილი ვინმე გააჩნდეს, მით უმეტეს ქართულ ოცნებას", - აცხადებს მაჭარაშვილი.

სამართალდამცველებმა გორში ენმ–ის ოფისის დაზიანების ბრალდებით კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს. საქმეზე ამ დროისთვის 4 ადამიანია დაკავებული. მათგან ორი პოლიციამ 2 მარტს დააკავა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ნაციონალური მოძრაობის" პრეს–სამსახურში აცხადებენ, რომ გორის ამავე ოფისს მანამდე, ხუთჯერ დაესხნენ თავს. ​ენმ-ს წარმომადგენელი რევაზ კახნიაშვილი ფორმულანიუსთან ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიციას წინა, მსგავსი შემთხვევები არ გამოუძიებია, ამიტომ ეს დანაშაული წახალისებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S