Accentnews.ge
ოპოზიციამ აქციების ნაწილი გადადო, ნაწილის ფორმა კი შეცვალა

ოპოზიციამ აქციების ნაწილი გადადო, ნაწილის ფორმა კი შეცვალა

03/03/2021 11:45:41 პოლიტიკა

ოპოზიციამ დაგეგმილი აქციების გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

"იმისთვის, რომ ხელისუფლებას არ მივცეთ დამატებითი საფუძველი, დამატებითი მიზეზი, უარი თქვას მოლაპარაკებაზე ან ჩაშალოს მოლაპარაკება, ოპოზიციამ მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით გადავდოთ ის მშვიდობიანი, არაძალადობრივი აქციები, რაც გვქონდა დაგეგმილი 16 მარტამდე, იმ დრომდე, სანამდეც არის გაწერილი მოლაპარაკების ვადა... 13 მარტის აქცია, სავარაუდოდ, 20 რიცხვში გადაიდო. ველოდებით, მოლაპარაკების შედეგებს", - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა წევრმა პაატა მანჯგალაძემ ენმ–ის ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, ცალკეულ პარტიებს, სურვილის შემთხვევაში, ექნებათ აქციების მოწყობის საშუალება, თუმცა, პირობაა, რომ აქციები არ გაიმართოს სახელმწიფო და პოლიციის შენობებთან ახლოს.

"რათა ხელისუფლებამ არ მოახდინოს პროვოცირება". - თქვა მან.

ამასთან, ძალაში რჩება ხვალ დაგეგმილი მსვლელობა მანქანებით.

აღსანიშნავია, რომ 13 მარტს ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციას პარლამენტთან გეგმავდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S