Accentnews.ge
„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში არაერთი ფაქტობრივი შეუსაბამობაა, ცოტა ტენდენციურად არის მიწოდებული ინფორმაცია"

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში არაერთი ფაქტობრივი შეუსაბამობაა, ცოტა ტენდენციურად არის მიწოდებული ინფორმაცია"

03/03/2021 15:07:09 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში არაერთი ფაქტობრივი შეუსაბამობაა.

სარჯველაძის თქმით, მას "თვალში მოხვდა რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა და უზუსტობა, რაც ორგანიზაციისთვის ტენდენციურად მიწოდებული ინფორმაციიდან მომდინარეობს":

"მე რამდენადაც გავეცანი, თვითონ დასკვნას იქ თვალში მომხვდა რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა და უზუსტობა, რომელიც არსებით გავლენას მოახდენს იმ საბოლოო შეფასებებზე, რომელიც გაკეთებულია დასკვნაში. მე ვიცი, რომელ ინფორმაციას ეყრდნობა ეს ორგანიზაცია, მაგრამ იქ არის არაერთი ფაქტობრივი შეუსაბამობა, მათ შორის, არჩევნებთან მიმართებაში, მათ შორის გადათვლასთან დაკავშირებით, ცოტა ტენდენციურად არის მიწოდებული ინფორმაცია, რომელსაც ეყრდნობა შემაჯებელი დასკვნა. ამიტომ მე ვერ გავიზიარებ შეფასებას, რომ ეს არჩევნები რაიმე თვალსაზროსით პრობლემატირია, თუ ამის დასაბუთებისთვის ყველა შესაძლებლობა აქვს ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციას".

სარჯველაძის თქმით, „ფრიდომ ჰაუსი" ცდება იმ ნაწილშიც, სადაც ოლიგარქიულ მმართველობაზეა საუბარი:

"ეს არ არის პირველად დასმული თქმა, ამას ოპონენტებიც მცდარად უთითებენ. ერთმნიშვნელოვნად მცდარად ხდება მითითება. თუ გულისხმობენ ბიძინა ივანიშვილის ჩართულობას სახელისუფლო პროცესებში, რომელსაც ჰქონდა ადგილი წინა პერიოდში - ის პრემიერმინისტრი იყო და ა.შ, ეს არამც და არამც არ შეიძლება, ჩაითვალოს ოლიგარქიულ მმართველობად. ოლიგარქიული მმართველობა გულისხმობს, როცა ოლიგარქი სათავისოდ იყენებს ხელისუფლებას. ამ შემთხვევაში არ არსებობს წინაპირობა განცხადებისა, რომ ხელისუფლების გამოყენება ხდება კომერციული ინტერესებისთვის. ასეთი უბრალოდ არ მოიპოვება. ეს შეიძლება, რიცხვებით დასაბუთდეს და აიხსნას. არ შეიძლება, სუბიექტური და ზედაპირული აღქმებით ვაკეთოთ დასკვნები ამასთან დაკავშირებით. რეალობას არ ესადაგება ის დასკვნები, რომელსაც ეყრდნობა საბოლოო შეფასებები, ვფიქრობ, მოიკოჭლებს დასაბუთება".

„ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშის მიხედვით, "საქართველოს რეიტინგი გაუარესდა და 60 ქულით ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში რჩება. 2019 წელს საქართველოს 63 ქულა ჰქონდა და 2020 წელს კი 61.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ "ოლიგარქიული გავლენა უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე, ხოლო მართლმსაჯულება პოლიტიზირებულია. სამოქალაქო თავისუფლებები არათანმიმდევრულადაა დაცული".

საარჩევნო პროცესის შეფასებისას„ფრიდომ ჰაუსი" საუბრობს კანონმდებლობის ხარვეზებსა და ცსკ–ში, საუბნო საარჩევნო კომისიების დონეზე მმართველი პარტიის წარმომადგენლობის დომინირებაზე.

"პოლიტიკური პლურალიზმისა და მონაწილეობის" ნაწილში „ფრიდომ ჰაუსი" ხაზს უსვამს "ერთპარტიულ დომინაციას" და ოპოზიციის განვითარების შეფერხებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S