კარასინი – საქართველოსთან ავიამიმოსვლაზე: "იმისთვის, რომ ეს საკითხი იმ წერტილიდან დაიძრას, რომელზეც დგას, საჭიროა, რომ Covid-19-ს დავშორდეთ"

03-03-2021 22:05:29 პოლიტიკა

„იმისთვის, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის საკითხი იმ წერტილიდან დაიძრას, რომელზეც დგას, საჭიროა, რომ Covid-19-ს დავშორდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ატარებს თეორიულ ხასიათს“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა გრიგორი კარასინმა "ტასს" განუცხადა.

„ავიამიმოსვლის გასაახლებლად საჭიროა აუცილებელი პირობების შექმნა, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა, ვინც იქ გამგზავრებას გეგმავს, თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. ახლა კი ამას დაემატა სამედიცინო და ჯანმრთელობის უსაფრთხოება. ეს რთული თემაა, რომელიც ხელის ერთი დაქნევით არ გადაწყდება“, - განაცხადა კარასინმა.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემსუბუქების თაობაზე, კარასინმა აღნიშნა, რომ "მთლიანობაში, ქართული მხარე ისედაც ყოველთვის მზად იყო რუსეთის მოქალაქეების მისაღებად".

შეგახსენებთ, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ პსრ ტესტის ნეგატიური პასუხით 1 მარტიდან შემდეგი ქვეყნები დაემატა: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

რუსეთმა 2019 წლის 8 ივლისიდან საქართველოსთან ავიამიმოსვლა ცალმხრივად შეწყვიტა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები