Accentnews.ge
ღარიბაშვილი – ნამახვანჰესზე: „ბუნებრივია, კითხვები  არსებობს და კვალიფიციური პასუხი უნდა გაეცეს“

ღარიბაშვილი – ნამახვანჰესზე: „ბუნებრივია, კითხვები  არსებობს და კვალიფიციური პასუხი უნდა გაეცეს“

04/03/2021 07:11:44 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნამახვანჰესის ირგვლივ არსებულ პროტესტს მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კითხვებს ადეკვატური პასუხები უნდა გაეცეს.

„კითხვები, ბუნებრივია არსებობს და უნდა გაეცეს დასაბუთებული, კვალიფიციური პასუხი. მოსახლეობაში არსებულ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც უნდა გაეცეს პასუხი“,– განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან მინისტრებს ადგილზე ჩასვლა და მოსახლეობასან კომუნიკაცია დაავალა, ამასთან დაავალა შესაბამისი საკომიტეტო მოსმენების გამართვა დაინტერესებული პირების ჩართულობით.

„ყველა ცხარე, შესაძლო კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. ჩვენი ქვეყნისთვის ენერგო დამოუკიდებლობა ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, ამ გამოწვევას ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ. წლიდან წლამდე იმპორტირებული ელექტროენერგია იზრდება. პროგნოზები, რომელიც არსებობს, შემდეგია, რომ ყოველ წელს მინიმუმ, საშუალოდ, 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს ქვეყანაში, რაც ამ ეტაპზე არ ხორციელდება. მაგრამ აქ ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ. ამისთვის მოსახლეობასთან კომუნიკაციაა საჭირო, რომ არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს“,– განაცხადა ღარიბავილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S