Accentnews.ge
სააკაშვილი: „არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება, რომელსაც ივანიშვილი თავს გვახვევს“

სააკაშვილი: „არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება, რომელსაც ივანიშვილი თავს გვახვევს“

04/03/2021 11:34:34 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტს მხარს არ უჭერს.

„ჩემი პირადი აზრია, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე, რომელსაც თავს გვახვევს ივანიშვილი. პლებისციტის თემა არის ის თემა, რომ მას უნდა ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, სადაც ის დახარჯავს ბევრ ფულს, ბევრს მოისყიდის, ჩაატაროს პლებისციტი, რომც წააგოს ეს პლებისციტი, მერე ექნება რამდენიმე თვე კიდევ და ის აუცილებლად წააგებს პლებისციტს, იმისათვის, რომ მოისყიდოს, დააშინოს, დაიჭიროს და ქვეყნიდან გაყაროს ასობით ათასი ადამიანი, აქტიური ამომრჩეველი. ამასობაში ქვეყანა კარგავს კიდევ ერთ წელიწადს მეგობრებო და ჩვენ არ გვაქვს არც ერთი დღე დასაკარგი. ძალიან მძიმე სიტუაცია, უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებაში ვიმყოფებით, ქვეყანა მართლა არის შიმშილის პირობებში. კოვიდზე კატასტროფა მოუვიდათ, ლამის ბოლო ქვეყანა დავრჩით, სადაც ვაქცინა არ არის შემოტანილი. ამ სიტუაციაში დროის დაკარგვა არ შეიძლება“,– განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S