Accentnews.ge
პლებისციტის შესახებ გოცირიეს სააკაშვილისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს

პლებისციტის შესახებ გოცირიეს სააკაშვილისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს

04/03/2021 14:41:57 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პლებისციტი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის ერთ-ერთი გზა.

რუსთავი 2-ის ეთერში, დღის კურიერთან საუბრისას, წამყვანმა მას ჰკითხა, რატომ არ ემთხვევა მისი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის აზრს პლებისციტის დანიშვნაზე, რაზეც მან დააზუსტა:

"მიმაჩნია, რომ პლებისციტი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის ერთ-ერთი გზაა, თუმცა ამ საკითხზე ჯერ პარტიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და შემდეგ ოპოზიციამ. მთავარია ერთი, რომ რიგგარეშე არჩევნების გარეშე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა შეუძლებელია".

პლებისციტი არაა ივანიშვილის იდეა. ერთობლივ წიაღში დაიბადა და თანხმობა იყო „ნაციონალური მოძრაობის“,– ასე პასუხობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას „ტვ პირველის“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე.

ის ეთანხმება შეფასებას, რომ ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებამ კონტექსტი შეცვალა და ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა და კრიზისიდან გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია, თუმცა როგორც არჩევნებამდე გზა, უნდა იქნეს პლებისციტის შეთავაზება.

ამასთან, მისი თქმით, ის, რომ სააკაშვილს განსხვავებული პოზიცია აქვს, ამაში დრამატული არაფერია, მით უფრო, რომ ოპოზიციაში სხვებსაც აქვთ მსგავსი მოსაზრება:

„პლებისციტი რა არის – ხალხს ვეკითხებით და ამის წინააღმდეგი რატომ უნდა იყო, ჩემთვის ბოლომდე გასაგები არაა“

ცნობისთვის: სააკაშვილმა განაცხადა, რომ პლებისციტს ოპოზიციას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ახვევს თავს და არ უნდა დასთანხმდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S