ზელენსკიმ სააკაშვილი ურბანული დაგეგმარების სფეროში პრობლემური საკითხების გადაჭრის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან გაიყვანა
05/03/2021 05:41:52 პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ურბანული დაგეგმარების სფეროში პრობლემური საკითხების გადაჭრის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან გაიყვანა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
განკარგულებას 4 მარტს აქვს ხელი მოწერილი და გადაწყვეტილების მიღების მიზეზი მითითებული არ არის.
ურბანული დაგეგმარების საკითხთა საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში სააკაშვილი გიორგი ცხაკაიამ ჩაანაცვლა, რომელიც უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ექსპერტია.


