"რაიმე რეზოლუცია ან სანქცია, რომელზეც ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ოცნებობენ, არ იქნება"
05/03/2021 08:22:20 პოლიტიკა
"რაიმე რეზოლუცია და სანქცია არ იქნება", – ასე უპასუხა "ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კითხვას, ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების გამო დასავლეთის მიერ შესაბამისი რეზოლუციის შესაძლო მიღებაზე.
"სანქციებს, რეზოლუციებს, რასაც თქვენ ფიქრობთ ხოლმე, რომ იქნება და გიახარით, ეს არ იქნება, "მთავარ არხზე" მაქვს საუბარი. დარწმუნებული ვარ ამაში, რადგან კრიტიკულ შეფასებებს საქართველო ადეკვატურად შეხვდა და პასუხებიც გაეცა ყველა კითხვას. რაც შეეხება რაღაც ნეგატიურ გადაწყვეტილებებს ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში, ასეთი არ იქნება იმიტომ, რომ კანონის აღსრულებისთვის, იმისათვის, რომ ხელისუფლება კომპრომისულ წინადადებას უამრავს აყენებს, ამისათვის ნანატრი სანქციები, რომელზეც ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ოცნებობენ, არ იქნება", – განაცხადა მდინარაძემ.


