"თუ ოპოზიცია ერთი ნაბიჯის გადმოდგმას მაინც მოახერხებს და ეს ნაბიჯი სახელმწიფოებრივი იქნება, შეთანხმებას შევძლებთ"
05/03/2021 08:32:50 პოლიტიკა
თუ ოპოზიცია ერთი ნაბიჯის გადმოდგმას მაინც მოახერხებს და ეს ნაბიჯი რაციონალური, სახელმწიფოებრივი იქნება, ვფიქრობ, ჩვენ შეთანხმებას მოვახერხებთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს გარკვეული ვადა, მართალია, ეს ვადა არ არის დათქმული, მაგრამ არის პირობითი ვადა იმისთვის, რომ მხარეებმა შეთანხმება მოახერხონ. ჩვენ შეგვიძლია, ჩამოვთვალოთ მთელი რიგი გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, საარჩევნო რეფორმა, საგამოძიებო კომისია, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი იმ შემთხვევაში თუ 1%-იან გადახრას ვინმე მაინც იპოვნის. არც ერთი ნაბიჯი, მიუხედავად მათი განცხადებებისა, ჩვენ ოპოზიციისგან არ გვინახავს. ჩვენ უახლოეს დღეებში ველოდებით, რომ გარკვეულ საკითხზე ისინი ჩამოყალიბდებიან, რაც მათი მხრიდანაც კომპრომისად ჩაითვლება. ამ შემთხევაში, თუ ისინი ერთი ნაბიჯის გადმოდგმას მაინც მაოხერხებენ და ეს ნაბიჯი რაციონალური, სახელმწიფოებრივიც იქნება, ვფიქრობ, ჩვენ შეთანხმებას მოვახერხებთ", – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი არამხოლოდ რიგგარეშე არჩევნებს, არამედ პლებისციტის ჩატარებასაც არ განიხილავს.


