Accentnews.ge
"გომელაურს კითხვას არ დავუსვამ, ბევრ საკითხზე საერთო გადაწყვეტილებებს ვიღებთ"

"გომელაურს კითხვას არ დავუსვამ, ბევრ საკითხზე საერთო გადაწყვეტილებებს ვიღებთ"

05/03/2021 08:49:43 პოლიტიკა

"გომელაურს კითხვას არ დავუსვამ, ბევრ საკითხზე საერთო გადაწყვეტილებებს ვიღებთ", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

"გომელაურთან მე პირადად კითხვას ნამდვილად არ დავსვამ, რადგან იცით, ჩვენ კოორდინაციაში ვართ, ბევრ საკითხთან დაკავშირებით საერთო გადაწყვეტილებებს ვიღებთ ხოლმე. რაც შეეხება პოლიტიკურ თემებს, ზოგადად, ვახტანგ გომელაური კარგი პოლიტიკოსია და ის არის პოლიტიკური საბჭოს წევრი. რაც შეეხება მის ფუნქციას აღმასრულებლისა, ჩვენ ვხედავთ მის წარმატებულ მუშაობას და თითოეული პოლიციელის თავის დადებას, რომ ამ ქვეყანაში კრიმინალმა იკლოს, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი", -განაცხადა მდინარაძემ.

დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს უსმენენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S