Accentnews.ge
"სააკაშვილს ვესაუბრე და შევჯერდით"

"სააკაშვილს ვესაუბრე და შევჯერდით"

05/03/2021 09:40:54 პოლიტიკა

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან საუბარი ჰქონდა და შეჯერდნენ, რომ ახლა "პლებისციტზე დამუნათება არასწორია".

უგულავას თქმით, "ოპოზიციის მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, მაგრამ პლებისციტიც გამარჯვებაა".

"მე მქონდა მიხეილ სააკაშვილთან საუბარი გუშინ, როდესაც ვნახე მისი ვიდეომიმართვა. ჩვენ აზრები გავცვალეთ და შევჯერდით იმაზე, რომ არასწორია ახლა რაიმეს დამუნათება იმ თვალსაზრისით, რომ ვთქვათ, თუნდაც, რომ პლებისციტი ბიძინას თამაშია - საკითხის ასე დაყენება არასწორია. პირველი ჩვენი მოთხოვნა არის და დოკუმენტში ჩაწერილიც არის, რიგგარეშე არჩევნები და ბუნებრივია, ჩვენ ვითხოვთ რიგგარეშე არჩევნებს და პლებისციტი რომ გვდომოდა, პირდაპირ ჩაიწერებოდა პლებისციტი. თუმცა, მე არ მომწონს პლებისციტის იდეის დამუნათება, იმიტომ, რომ პლებისციტის იდეაც გამარჯვება არის ამ ვითარებაში და ნებისმიერ სხვა ვითარებაში და მას ბევრი პლუსი აქვს", - განაცხადა უგულავამ გადაცემაში "ნიუსრუმი".

სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ოპოზიცია პლებისციტის მოდელს არ უნდა დათანხმდეს, რადგან მისი თქმით, "ივანიშვილს პლებისციტის ჩატარებით დროის გაწელვა სურს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S