Accentnews.ge
მაგისტრალებზე სიჩქარის 130 კმ/სთ-მდე გაზრდ​ა, შეზღუდვების დამრღვევთათვის სასჯელის გამკაცრება, კანონის გამკაცრება მედიასაშუალებების მიმართ – ინჯიას 7 კითხვა გომელაურს

მაგისტრალებზე სიჩქარის 130 კმ/სთ-მდე გაზრდ​ა, შეზღუდვების დამრღვევთათვის სასჯელის გამკაცრება, კანონის გამკაცრება მედიასაშუალებების მიმართ – ინჯიას 7 კითხვა გომელაურს

05/03/2021 10:40:26 პოლიტიკა

"ევროპელი სოციალისტების" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს "მინისტრის საათის" ფარგლებში მოსმენისას 7 შეკითხვა დაუსვა.

კერძოდ, ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ 2000-ლარიანი ჯარიმა პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის არასაკმარისი სასჯელია.

"დღეს ფაქტობრივად დაუმორჩილებლობა იქცა ნორმად და გმირობად. და დამნაშავე, შეიძლება ითქვას, თავის დანაშაულს ყიდულობს 2 000 ლარად. ფიქრობთ თუ არა, რომ ჯარიმის გადახდის მაგივრად მათზე უნდა განხორციელდეს სხვა ტიპის სამართლებრივი ქმედებები. მიგიმართავთ თუ არა იუსტიციის საბჭოსთვის ან მთავრობისთვის ამ კითხვით?", – მიმართა მან მინისტრს.

ამასთან, იგი მაგისტრალებზე სიჩქარის 130 კმ/სთ-მდე გაზრდის ინიციატივით გამოვიდა.

ფრიდონ ინჯიას 7 შეკითხვა შეეხებოდა შემდეგ საკითხებს:

  • წინა წლებში თაროზე შემოდებულ საქმეებს, იკლებს ის თუ მატულობს;
  • იმ ადამიანებისთვის სასჯელის გამკაცრებას, ვინც დაუმორჩილებლობას უცხადებს პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს;
  • ფრიდონ ინჯიას ასევე აინტერესებს, ხომ არ იგეგმება კომენდანტის საათის შემცირება, იმ ადამიანებისთვის ვინც საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობს;
  • ასევე, ხომ არ იგეგმება კანონის გამკაცრება მედიასაშუალებების მიმართ, მისი თქმით, მედიასაშუალებები სიძულვილის ენით ტირაჟირებენ და ინჯიას აინტერესებს, როგორ შეიძლება ამის შეჩერება;
  • ინჯიას თქმით, ფონიჭალაში ნარკოტიკების მოხმარება-გასაღება ისეთი მაღალია, რომ "ლილოს ბაზრობა მოგაგონდება" და შესაბამისად, აინტერესებს რა ნაბიჯებს გადადგამს სამინისტრო ამის აღსაკვეთად, იქნება თუ არა სპეცოპერაციები;
  • როგორც ინჯია ამბობს, "საცობებმა წაიღო საქართველო", იგი შს მინისტრს მიმართავს ინიციატივით, ხომ არ შეიძლება, ჩქაროსნულ მაგისტრალებზე მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა 110 კმ/სთ გაიზარდოს 130 კმ/სთ-მდე.

ცნობისთვის: დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს უსმენენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S