Accentnews.ge
წულუკიანი - გომელაურს: "კითხვა არ მაქვს. ალბათ, ასე ჰუმანურად მე ვერ შევძლებდი"

წულუკიანი - გომელაურს: "კითხვა არ მაქვს. ალბათ, ასე ჰუმანურად მე ვერ შევძლებდი"

05/03/2021 11:01:50 პოლიტიკა

"დამიყენებია თავი თქვენს ადგილზე, ალბათ ასე ჰუმანურად მე ვერ შევძლებდი", – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს.

"კითხვა არ მაქვს. მინდა, საჯაროდ ვისარგებლო ამ შემთხვევით და როგორც ყოფილმა მინისტრმა, ამ მოწვევის პარლამენტის წევრმა, თითოეულ პოლიციელს, მაშველს, მესაზღვრესა და თქვენ გითხრათ დიდი მადლობა გაწეული სამსახურისთვის. ძალიან ბევრ შემთხვევაში მე დამიყენებია ჩემი თავი თქვენ ადგილზე და მითქვამს, რომ არა, მე ამას, ასე ადამიანურად, ჰუმანურად, ასე მაღალი სტანდარტით ალბათ ვერ შევძლებდი-მეთქი", – განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის: დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს უსმენენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S