წულუკიანი - გახარიაზე: "პრემიერის თანამდებობიდან გადადგომა პირადად მისთვის არის საზიანო"
05/03/2021 11:17:36 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" წევრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა მმართველი გუნდისთვისაც "არასწორი გადაწყვეტილებაა" და თავად გახარიასთვისაც "საზიანოა".
"მართლაც, მაშინ, როცა მე ავადვმყოფობდი, ბატონი გიორგი გახარია გადადგა, სამწუხაროდ. ძალიან მოკლედ შემიძლია გითხრათ ის, რაც მასაც გავუზიარე, როდესაც ბრიფინგი მოვისმინე, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენი გუნდისთვის არის არასასიკეთო, არასწორი გადაწყვეტილება, მაგრამ რაც კიდევ უფრო დასანანი მგონია, მისთვის, პირადად გიორგი გახარიასთვის, მისივე ეს გადაწყვეტილება არის საზიანო და დასანანი", - განაცხადა წულუკიანმა.


