ლიეტუვისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით „მედიატორთა ჯგუფის“ ჩამოყალიბებას აპირებენ
05/03/2021 16:57:43 პოლიტიკა
ლიეტუვისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ჩამოსასვლელად „მედიატორთა ჯგუფის“ ჩამოყალიბებას აპირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, იგეგმება საქართველოში ვიზიტი.
"არის გეგმები. ახლა განვიხილავთ, სასარგებლო იქნება თუ არა ასეთი ვიზიტი. იქმნება საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შემდგარი შუამავლების ჯგუფი და ის აუცილებლად მოიცავს ერთზე მეტ ქვეყანას. მჯერა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის სიგნალის გაგზავნა, არა მხოლოდ ლიეტუვიდან... ეს უნდა იყოს ევროპული სიგნალი, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე", - განაცხადა მინისტრმა.


