"ეუთო/ოდირ-მა საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ 2020 წლის არჩევნები თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში ფუნდამენტური უფლებების დაცვის პირობებში ჩატარდა"
06/03/2021 08:31:41 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამარ ტალიაშვილის განცხადებით, "OSCE/ODIHR ეუთო/ოდირ-მა საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში ფუნდამენტური უფლებების დაცვის პირობებში ჩატარდა".
ამის შესახებ ტალიაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.
"2020 საპარლამენტო არჩევნები რჩება აქტუალური განხილვის საკითხად. აი, დადგა დღე, როცა ამ არჩევნებთან დაკავშირებით ერთ-ერთმა უმთავრესმა საერთაშორისი სადამკვირვებლო მისიამ და ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა ინსტიტუციამ OSCE/ODIHR ეუთო/ოდირ-მა საბოლოო სიტყვა თქვა და დასკვნა გამოაქვეყნა. მთავარი დასკვნათა დასკვნა არის ის, რომ: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში ფუნდამენტური უფლებების დაცვის პირობებში ჩატარდა. დასკვნაში, ასევე ასახულია რეკომენდაციები და შენიშვნები, რომელიც უკვე ჰქონდა ეუთო/ოდირს დაფიქსირებული და პირდაპირ ემთხვევა ჩვენს მიერ პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს. ამ ცვლილებებით საარჩევნო წესები დაიხვეწება და ხარვეზების რაოდენობაც სულ უფროდაუფრო შემცირდება" - წერს ტალიაშვილი.


