ვასილ მაღლაფერიძე "ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს
08/03/2021 05:40:52 პოლიტიკა
ვასილ მაღლაფერიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს.
როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.
მისივე თქმით, "პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ ეცვლება".
"მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რამე სულელური ვერსიები რომ არ გაჩნდეს, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შევძლებ საჯარო კომუნიკაციას, ვტოვებ პარტიაში ჩემს თანამდებობას. პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება. თუ საჭირო გახდა, გაცდენები რომ საპატიოდ ჩამეთვალოს, ცნობასაც წარმოვადგენ!", - წერს მაღლაფერიძე.


