ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა "დროა" დააფუძნა
08/03/2021 07:47:09 პოლიტიკა
ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა "დროა" დააფუძნა.
"დროა, ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ვხედავთ, რაც ხდება და არ შევეგუებით. ვამხელ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, მოძალადეებს, გამყალბებლებს, ქურდებს, კლანის წევრებს, ნეპოტიზმს, რუსეთთან კავშირებს და ყველანაირ უსამართლობას, ვამხელ და არ შევეგუები თქვენ არ იქნებით მარტო, ჩვენ უსამართლობასთან მებრძოლ არცერთ ადამიანს არ დავტოვებთ მარტო", - აცხადებს იგი თავის მიმართვაში.
მოძრაობის პრეზენტაცია მარტის თვის ბოლოს გაიმართება.
ელენე ხოშტარიამ "ევროპული საქართველოს" დატოვების შესახებ 2020 წლის 28 დეკემბერს განაცხადა.


