Accentnews.ge
"არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას, მოლაპარაკებები ჩაშალოს და ჩვენ დაგვაბრალოს. თუმცა სწორი იქნებოდა, დიალოგი ღარიბაშვილის ნაცვლად, თალაკვაძემ განაგრძოს"

"არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას, მოლაპარაკებები ჩაშალოს და ჩვენ დაგვაბრალოს. თუმცა სწორი იქნებოდა, დიალოგი ღარიბაშვილის ნაცვლად, თალაკვაძემ განაგრძოს"

08/03/2021 08:51:44 პოლიტიკა

"არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას, მოლაპარაკებები ჩაშალოს და ჩვენ დაგვაბრალოს“,- ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროს, პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ უნდა ჩაანაცვლოს.

„ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს და ჩვენ დაგვაბრალოს. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები ყველასთან უნდა განხორციელდეს, მათ შორის, მტერთანაც. მიმაჩნია, სწორი იქნებოდა ასეთ ვითარებაში ირაკლი ღარიბაშვილი არჩილ თალაკვაძით ჩანაცვლებულიყო. ღარიბაშვილი მეორე დღეა ჩუმად არის იმ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რაც გამოქვეყნდა. როგორც მინიმუმ საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ ტყუილია, თუ მართალი პრემიერმა, საზოგადოებას აუხსნას რაშია საქმე“, -აცხადებს ბურჯანაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S