Accentnews.ge
"რა ხელისუფლება ხარ, როცა ოპოზიციას ვერ უვლი, ოპოზიცია 9 წლის მერე გისმენს, გიწერს, გიქვეყნებს და შენ, რა ჯანდაბას აკეთებ?!"

"რა ხელისუფლება ხარ, როცა ოპოზიციას ვერ უვლი, ოპოზიცია 9 წლის მერე გისმენს, გიწერს, გიქვეყნებს და შენ, რა ჯანდაბას აკეთებ?!"

08/03/2021 08:57:11 პოლიტიკა

“ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება სწრაფად უნდა დაიწყოს.

„რა ხელისუფლება ხარ, ვაქცინა ვერ შემოგაქვს, ეკონომიკას ვერ უვლი, ოპოზიციას ვერ უვლი, ოპოზიცია 9 წლის მერე გისმენს, გიწერს, გიქვეყნებს და შენ, რა ჯანდაბას აკეთებ, ხელისუფლება რომ ხარ? თუ ვერაფერს აკეთებ და იმასაც ვერ ახერხებ შენი მეფის შვილის ჩანაწერები არ გაგიყალბონ და გამოგიქვეყნონ, თუ გაყალბებულია, რა ჯანდაბას აკეთებ? “ -აცხადებს ბურჯანაძე.

ცნობისთვის: “ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

მასალები გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. მელაძე ამბობს, რომ გადაცემის გუნდმა არ იცის ჩანაწერების შექმნის თარიღი და არც ის, თუ რა ვითარებაში ჩაწერეს ისინი, ვინაიდან წყაროს, რომელმაც მასალები ტელეარხს მიაწოდა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეარხის ჟურნალისტების თქმით, ჯამში, მათ ხელში აღმოჩნდა 4 აუდიოფაილი, რომლებითაც, მათი განცხადებით, “სსკ-ის რამდენიმე მუხლის დარღვევა დგინდება”. თავად აუდიოფაილების შინაარსიდან გამომდინარე, “ტვ პირველი” ვრაუდობს, რომ ჩანაწერები 2016 წლის მოვლენებს ასახავს.

აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის და ეთერში გასვლის შემდეგ მის შესახებ ჯერ არ უსაუბრიათ იმ პირებს, რომლებიც, სავარაუდოდ, საუბრის უშუალო მონაწილეები არიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S