Accentnews.ge
"რამდენიმე დღეში, ყველა ვარიანტში, ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით"

"რამდენიმე დღეში, ყველა ვარიანტში, ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით"

08/03/2021 11:51:43 პოლიტიკა

"რამდენიმე დღეში, ყველა ვარიანტში, ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, როცა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ითავა მედიაცია, მოლაპარაკების პროცესიდან გასვლა წარმოუდგენელია.

„ვფიქრობ, რამდენიმე დღეში, ყველა ვარიანტში, ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით და ამის ერთ- ერთი გარანტია არის ის, რომ შარლ მიშელმა ითავა მედიაცია და ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა 2010-2011 წლის კუდ-ის მიერ მოპოვებული, მერე დამონტაჟებული, ამოჭრილი ფრაზებით და სიტყვებით შეკოწიწებული ჩანაწერი გამოაგდონ და გამოიყენონ საბაბად, რომ გავიდნენ მოლაპარაკების მაგიდიდან, ჩვენ ყველა ვარიანტში ამ დღეების განმავლობაში, დავჯდებით მოლაპარაკების მაგიდასთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ მივაღწევთ შეთანხმებას, რადგან მოლაპარაკებაზე როცა სხდებიან მხარეები, მათ უწევთ კომპრომისული წინადადებების წარმოდგენა. ამას მხოლოდ ოპოზიციაზე არ ვამბობ, ჩვენზეც ვლაპარაკობ, ჩვენ არაერთი კომპრომისული წინადადება უკვე დავაყენეთ, მივიტანეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები და ამას ალტერნატივა არ აქვს,"- აცხადებს მდინარაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S