Accentnews.ge
"დაავალეს, ეგინებინათ პატარა ბერა და წყობიდან გამოეყვანათ"

"დაავალეს, ეგინებინათ პატარა ბერა და წყობიდან გამოეყვანათ"

08/03/2021 12:55:17 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება არ უნდა დაიწყოს.

"მე მგონია, რომ არ უნდა დაიწყოს (აუდიოჩანაწერზე გამოძიება) იმიტომ, რომ ყველამ ყველაფერი იცის. დაავალეს მაშინ, რომ ეგინებინათ პატარა ბერა, რომ როგორმე წყობიდან გამოეყვანათ. არავინ ამისთვის არ დასჯილა, არაფერი შედეგი არ მოუტანია – რაიმე ვინმესთვის ცუდი", – განაცხადა გია ვოლსკიმ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

ცნობისთვის: “ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

მასალები გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. მელაძე ამბობს, რომ გადაცემის გუნდმა არ იცის ჩანაწერების შექმნის თარიღი და არც ის, თუ რა ვითარებაში ჩაწერეს ისინი, ვინაიდან წყაროს, რომელმაც მასალები ტელეარხს მიაწოდა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეარხის ჟურნალისტების თქმით, ჯამში, მათ ხელში აღმოჩნდა 4 აუდიოფაილი, რომლებითაც, მათი განცხადებით, “სსკ-ის რამდენიმე მუხლის დარღვევა დგინდება”. თავად აუდიოფაილების შინაარსიდან გამომდინარე, “ტვ პირველი” ვრაუდობს, რომ ჩანაწერები 2016 წლის მოვლენებს ასახავს.

აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის და ეთერში გასვლის შემდეგ მის შესახებ ჯერ არ უსაუბრიათ იმ პირებს, რომლებიც, სავარაუდოდ, საუბრის უშუალო მონაწილეები არიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S