Accentnews.ge
იუკნევიჩიენე: “თუ საქართველო ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებს, კატასტროფა იქნება“

იუკნევიჩიენე: “თუ საქართველო ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებს, კატასტროფა იქნება“

08/03/2021 17:01:15 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობა არის შესაძლებლობა, რომელიც ქვეყანამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

"ჩემთვის გასაკვირი იყო, რომ ასეთი ძლიერი მესიჯები გაგზავნა. მოლაპარაკებების დასაწყებად კი წინადადებები წამოაყენა. საუბრის დასაწყებად 6 პუნქტი დაასახელა. კატასტროფა იქნება თუკი საქართველო ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებს, და არა მხოლოდ საქართველოსთვის - არამედ უკრაინელები, მოლდოველები, სხვა ქვეყნები ელიან ლიდერობას საქართველოსგან, იმიტომ რომ საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო და მჯერა, რომ კვლავ შეუძლია იყოს ლიდერი ე.წ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ევროინტეგრაციის კუთხით. ამ ლიდერობის გარეშე სხვა ქვეყნებისთვის გართულდება მათი მიზნების მიღწევა. ასე რომ ქართველებს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საკუთარ მომავალზე, არამედ იმ ქვეყნების წინაშეც აქვთ, რომლებიც იგივე გზას ადგანან", - განაცხადა ევროპარლამენტარმა "ფორმულასთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S