Accentnews.ge
"საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის განახლებულ დიალოგში შუამავალი დანიელსონი იქნება"

"საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის განახლებულ დიალოგში შუამავალი დანიელსონი იქნება"

08/03/2021 20:09:36 პოლიტიკა

ვროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უმაღეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელთან შეთანხმებით კრისტიან დანიელსონს შესთავაზა საქართველოში ევროკავშირის მხარადჭერილ მედიაციის პროცესში მონაწილეობის მიღება მიშელის ვიზიტის დროს განახლებული პოლიტიკური დიალოგის შემდგომი გაგრძელების მიზნით,– ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

„ბატონი დანიელსონი იქნება შუამავალი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის განახლებულ დიალოგში და მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან საქართველოში ამჟამად შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის მიზნით“,– ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მასში ნათქვამია, რომ კრისტიან დანიელსონი უახლოეს დღეებში გაემგზავრება საქართველოში, რათა შეხვდეს გამართოს პოლიტიკური დიალოგის პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარეს.

ცნობისთვს: დანიელსონი 2011 წელს ევროპული კომისიის გენერალური მდივნის მოადგილედ დაინიშნა, 2013 წელს გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორი გახდა, 2015 წლიდან კი სამეზობლო საკითხების და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი. ამჟამად დანიელსონი შვედეთში ევროკომისიის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S