Accentnews.ge
წულუკიანი მედიასთან „სირბილით, ძუნძულით“ ურთიერთობაზე უარს ამბობს

წულუკიანი მედიასთან „სირბილით, ძუნძულით“ ურთიერთობაზე უარს ამბობს

09/03/2021 10:26:25 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი თეა წულუკიანი 8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში მედიის წარმომადგენლების დაშავებას გამოეხმაურა, დაშავებულ ოპერატორებს გამოჯანმრთელება უსურვა და განაცხადა, რომ ამიერიდან უარს ამბობს კომენტარი მისცეს ჟურნალისტებს, თუ მათ უკან-უკან მორბენალი ოპერატორები იქნებიან.

„მე ამ ოპერატორების ინტერესებიდან გამომდინარე, ვინმეს კი არ ვაწონებ თავს, ეს არის უბედურება, 8 წელი ვუყურებ, როგორ მირბის ოპერატორი ამდენი რამით...16 კილო კამერით აიძულებთ ამ ბიჭებს უკან-უკან ირბინონ. ერთხელ ქურთუკშიც წავავლე ხელი, ვერ დაინახა, უკან ჯიხური იყო და კინაღამ მოიტეხა რაღაც“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დეპუტატი ამბობს, რომ ამიერიდან მედიასთან კომენტარს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან შეთანხმებით გააკეთებს:

„ღიად, საჯაროდ გეუბნებით, სირბილით, ძუნძულით, თუ გინდათ, იძუნძულეთ, მაგრამ უჩემოდ, არ იქნება არავითარი კომენტარი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში 10-მდე ადამიანი გადავარდა მეორე სართულიდან. ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულის მოაჯირი მას შემდეგ მოწყდა, რაც ეპარქიის შენობიდან კარის გაღების დროს აივანზე მდგომ ხალხს მიაწვნენ. ამ დროს ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტი კრებას მართავდა - პროტესტის ნიშნად კი მიტროპოლიტ პეტრეს მხარდამჭერების ნაწილი აივანზე იყო შეკრებილი. მათთან ერთად იდგნენ ჟურნალისტებიც. ისინი დაშავებულებს შორის არიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S