უცხოელი დიპლომატებისა და მკვლევარების წერილი: "მელიას გათავისუფლებით უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი კრიზისის განსამუხტად”
09/03/2021 11:00:48 პოლიტიკა
უცხოელი დიპლომატები და მკვლევარები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაათავისუფლონ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელია და ამით გადადგან პირველი დადებითი ნაბიჯი შექმნილი კრიზისული ვითარების განსამუხტად. ამის შესახებ დიპლომატებისა და მკვლევარების ერთობლივ წერილშია ნათქვამი.
წერილში აღნიშნულია, რომ მისი ხელმომწერები თავს საქართველოს მეგობრებად მიიჩნევენ, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში აღფრთოვანებულები იყვნენ ქართველო ხალხის გამძლეობით საქართველოს ისტორიიდან გამომდინარე და მათი მტკიცე გადაწყვეტილებით, შეენარჩუნებინათ საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე, ქართველი ხალხის ერთგულებით დემოკრატიული ღირებულებებისადმი.
"ნიკა მელიას მისი არგათავისუფლება შეუძლებელს ხდის გასული წლის არჩევნებისგან გამოწვეული ჩიხის მოგვარებას, რამაც ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტი განაპირობა. ერთპარტიული პარლამენტი არ არის ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანი. საქმის ასეთი განვითარება არა მხოლოდ აფერხებს უსაფრთხოების, ეკონომიკის და გლობალური პანდემიის დროს ჯანმრთელობის მდგომარეობას, არამედ აზიანებს საქართველოს, როგორც რეგიონში დასავლეთის სტაბილური პარტნიორის საერთაშორისო იმიჯს და რეპუტაციას. ამით მხოლოდ მოსკოვში არიან კმაყოფილები საქართველოში განვითარებული მოვლენებით", - ნათქვამია წერილში.
ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ დემოკრატია განსაცდელის ქვეშ მათ ქვეყნებშიც დგება, თუმცა, დასავლეთში ინსტიტუტები შენარჩუნდა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემითა, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების და მედიის თავისუფლების წყალობით.
"ჩვენ გვესმის, რომ საქართველოში დემოკრატიის მშენებლობა გრძელდება, მაგრამ ეს პროცესი არ შეიძლება, მოიცავდეს პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას. არჩეული მთავრობები ვალდებულები არიან, შეასრულონ თავიანთი ამომრჩევლის მისწრაფებები, სურვილები, დრო და ყურადღება უნდა დაუთმონ იმ პოლიტიკის განხორციელებას, რაზეც საარჩევნო კამპანიის დროს ლაპარაკობდნენ. ოპოზიციის არჩეულ პოლიტიკოსებს აქვთ თავიანთი საჩივრების სამართლიანად განხილვის უფლება, ისევე, როგორც უფლება, გამოიყენონ ევროკავშირის ან სხვა პოტენციური შუამავლის მიერ შეთავაზებული მედიაციით მიაღწიონ გამოსავალს, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, გამოყენონ ხალხის მიერ მინიჭებული მანდატები და გააძლიერონ საქართველოს დემოკრატია. ყველა მხარემ მხარი უნდა დაუჭიროს თავიანთი ქვეყნის წინსვლას პრობლემის მშვიდობიანი საშუალებებით და სამართლებრივი არხებით მოგვარებით", - აღნიშნულია წერილში.
იპლომატებისა და მკვლევარების წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს ახლა მორიგი გადამწყვეტი მომენტი აქვს და მთავრობამ, როგორც ძალაუფლების მფლობელმა, უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებით.
"ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის ძალისხმევას კომპრომისზე შუამავლობისთვის, ძალისხმევას, რომელსაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს. ბოლო დროინდელი მოვლენები ქმნის გადაუდებელ ვითარებას. ამ პოზიტიური ნაბიჯების არგადადგმამ შეიძლება გამოიწვიოს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის დაყენება, რომლებიც კრიზისზე აგებენ პასუხს. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და ოპოზიციის ლიდერებს, არ გაფლანგონ კეთილი ნება და მოახდინონ დემოკრატიის მიმართ მათი ერთგულების, დიალოგის და ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემის დემონსტრირება. როგორც საქართველოს მეგობრები, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვხატავთ რჩევის გაცემისა და მხარდაჭერის მზადყოფნას და დავეხმაროთ ფასილიტაციაში. თუმცა, განგრძობადი შედეგები გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის და ოპოზიციის ლიდერების მცდელობიდან, გადაარჩინონ დემოკრატიული ინსტიტუტები". - ნათქვამია წერილში.
განცხადებას ხელს აწერენ:
იან ბონდი, ევროპული რეფორმების ცენტრიმეთიუ ბრაიზა, ყოფილი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებშიკერი კავანაუ, კენტუკის უნივერსიტეტილუკ კოფი, მემკვიდრეობის ფონდისვანტე კორნელი, ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტი, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოუილიამ კორტნი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოშილარი დაიმონდი, სტენფორდის უნივერსიტეტიპიერ ეკლუნდი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოშიფრენსის ფუკუიამა, სტენფორდის უნივერსიტეტიალექსანდრა ჰოლ ჰოლი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩი საქართველოშიგენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესიგლენ ჰოვარდი, ჯეიმსთაუნის ფონდიტომას ჰენდრიკ ილვესი, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტიჯონათან კაცი, გერმანიის მარშალის ფონდი აშშიან კელი, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი; აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოშიდევიდ ჯ. კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი; სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებშიმაიკლ მაკფოლი, სტენფორდის უნივერსიტეტითომას მელია, PEN America; USAID- ის ყოფილი ასისტენტის ასისტენტი ევროპასა და ევრაზიაში რიჩარდ მაილსი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოშილორა თორნტონი, დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტი; ყოფილი დირექტორი, NDI Georgiaრენდი შონემანი, ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმიკურტ ვოლკერი, ნატოში აშშ-ს ყოფილი ელჩიკენეტ იალოვიცი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში.


