Accentnews.ge
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას შუქი ჩაქრა

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას შუქი ჩაქრა

09/03/2021 17:44:35 პოლიტიკა

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს საკითხის განხილვისას ელექტროენერგია გაითიშა.

შუქის ჩაქრობის გამო სხდომაზე მცირე შესვენება გამოცხადდა. ინციდენტი რამდენიმე წუთში გამოსწორდა და ახლა დებატები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

ევროპარლამენტის პლენარული სესიის ფარგლებში დღეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დებატები იმართება. ევროპელი დეპუტატები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზსზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების დაწყებას. მათივე თქმით, პოლიტიკური ლიდერები ვალდებულები არიან, არსებული კრიზისი რაც შეიძლება სწრაფად ამოწურონ. ევროპარლამენტარების ნაწილი აცხადებს, რომ "ნიკა მელია და გიორგი რურუა პოლიტპატიმრები არიან და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ". როგორც ევროპარლამენტარები აცხადებენ, "კომპრომისული შეთანხმების მიღწევის მიზნით ნაბიჯი ყველა მხარემ უნდა გადადგას და ამავდროულად, პროვოკაციული ქმედებებისგან/რიტორიკისგან თავი უნდა შეიკავოს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S