"აფეთქებულია სოციალური ქსელი ხუმრობით, რომ ბერამ დამაყაჩაღა, ბერამ თმებში მომქაჩა"
09/03/2021 18:47:17 პოლიტიკა
"აფეთქებულია სოციალური ქსელი ხუმრობით, რომ ბერამ დამაყაჩაღა, ბერამ თმებში მომქაჩა". – ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.
"უკაცრავად, მაგრამ ხალხი ღადაობს ამაზე. უკვე ჩავარდა ეს პროექტი, მაგრამ მინიმუმ, სამი ტელევიზია ძალისხმევას დებს, ბოლო ძალას იკრებენ, რომ რამენაირად საზოგადოებას დააჯეროს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი, ანზორ ჩუბინიძე და ჩვენ, ყველა, ვართ მოძალადეები. ვერ დააჯერებენ. ტყუილი საზოგადოებისთვის არის მიუღებელი". – აცხადებს მამუკა მდინარაძე "იმედთან" ინტერვიუში.


