Accentnews.ge
"ჩვენ უნდა ჩავდოთ ძალისხმევა დიალოგის ფასილატაციისთვის, რომელიც შესაძლოა, ახალ არჩევნებამდე მივიდეს"

"ჩვენ უნდა ჩავდოთ ძალისხმევა დიალოგის ფასილატაციისთვის, რომელიც შესაძლოა, ახალ არჩევნებამდე მივიდეს"

09/03/2021 19:10:31 პოლიტიკა

"ჩვენ უნდა ჩავდოთ ძალისხმევა დიალოგის ფასილატაციისთვის, რომელიც შესაძლოა, ახალ არჩევნებამდე მივიდეს", – ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას ევროდეპუტატმა ანა ფოტიგამ განაცხადა.

"მე იმედი მაქვს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციის. მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ევროკავშირის მიერ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას. ჩვენ ყველამ უნდა ჩავდოთ მაქსიმალური ძალისხმევა ამ დიალოგის ფასილატაციისთვის, რომელიც შესაძლოა, ახალ არჩევნებამდე მივიდეს", – განაცხადა ფოტიგამ.

ევროპარლამენტის პლენარული სესიის ფარგლებში დღეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დებატები იმართება. ევროპელი დეპუტატები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზსზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების დაწყებას. მათივე თქმით, პოლიტიკური ლიდერები ვალდებულები არიან, არსებული კრიზისი რაც შეიძლება სწრაფად ამოწურონ. ევროპარლამენტარების ნაწილი აცხადებს, რომ "ნიკა მელია და გიორგი რურუა პოლიტპატიმრები არიან და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ". როგორც ევროპარლამენტარები აცხადებენ, "კომპრომისული შეთანხმების მიღწევის მიზნით ნაბიჯი ყველა მხარემ უნდა გადადგას და ამავდროულად, პროვოკაციული ქმედებებისგან/რიტორიკისგან თავი უნდა შეიკავოს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S