Accentnews.ge
"მე თუ ვინმე დედას შემაგინებს და ჩემს ოჯახს შეეხება, მე ასეთ ადამიანს ამაზე პასუხს მოვთხოვ დღესაც"

"მე თუ ვინმე დედას შემაგინებს და ჩემს ოჯახს შეეხება, მე ასეთ ადამიანს ამაზე პასუხს მოვთხოვ დღესაც"

09/03/2021 19:31:47 პოლიტიკა

"მე თუ ვინმე დედას შემაგინებს და ჩემს ოჯახს შეეხება, მე ასეთ ადამიანს ამაზე პასუხს მოვთხოვ დღესაც", – ამის შესახებ ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

"მე არც კი დავიწყებ იმაზე კამათს ავთენტურია თუ არა "ტვ პირველის" ეთერში გასული ჩანაწერები, რადგან ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მე თუ ვინმე დედას შემაგინებს და ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, მე ასეთ ადამიანს ამაზე პასუხს აუცილებლად მოვთხოვ დღესაც. მანახეთ ქართველი კაცი, ერთი ვაჟკაცი, ვინც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობს", – განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მისი ოჯახის წინააღმდეგ ბულინგის კამპანია "2011 წლის ზაფხულს დაიწყო":

„ეს ხდებოდა 2011 წლის ზაფხულს, მე მაშინ ვიყავი 15-16 წლის და ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი მოვლენა იყო. მანამდე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი წყევლა-კრულვა, შეურაცხყოფა მუქარები ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით არ ყოფილა. ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი იყო ჩემს გულშემატკივრებზე, 10-11 წლის ბავშვებზე მასობრივი, 100-200-კაციანი ჯგუფების თავდასხმა. იქ იყო მუქარა, საზიზღარი, პორნოგრაფიული სურათები. ამ ბავშვებს წერდნენ, რომ ამ სახლებში მოგაკითხავთ და ბერა ვერ დაგიცავთ, ბერას კიბო აქვს. ისეთ საზიზღრობებს ამბობდნენ, რომ მე ეთერში ვერ გავიმეორებ. ამაზე რამდენიმე ბავშვის მშობელს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა. ისინი დაგვიკავშირდნენ ჩვენ და ჩვენ ვალდებულები ვიყავით, გადაგვეცა ეს დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც ყველა კანონის, მორალისა და ეთიკის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები. იმ ჩანაწერებშიც გარკვევით ისმის, რომ როდესაც საუბარი მიდის არასრულწლოვან ადამიანზე, ამას ესწრებიან მისი მშობლები, მეზობლები და ა.შ. ეს იყო მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება თუ დარიგება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S