Accentnews.ge
ომბუდსმენის მოადგილე: "ღირსების დაცვა" ძალადობრივი რეაქციით მკვლელობის ბოროტი წახალისებაა“

ომბუდსმენის მოადგილე: "ღირსების დაცვა" ძალადობრივი რეაქციით მკვლელობის ბოროტი წახალისებაა“

10/03/2021 06:02:04 პოლიტიკა

სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ ბერა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება, სადაც მან თქვა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, "პასუხს მოსთხოვს". ბურჯანაძე ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ "ღირსების დაცვა" ძალადობრივი რეაქციით მკვლელობებს ახალისებს.

მას, ასევე მაგალითად მოჰყავს ბოლო დროს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეები, სადაც გარჩევები მოზარდების მკვლელობით დასრულდა.

"ხორავას საქმე - ერთმა ბავშვმა მეორეს შეაგინა და მერე "ღირსების დაცვას" ორი ბავშვი შეეწირა!

შაქარაშვილის საქმე - შეაგინეს ერთმანეთს, "დაიცვეს ღირსება" და 19 წლის ბიჭი მოკლეს !

ბავშვებს უნდა ვუთხრათ, რომ გინებისას და შეურაცხყოფისას პოლიციას ან სახელმწიფო ორგანოებს მიმართონ. ვინც გეუბნებათ რომ "ღირსება უნდა დაიცვათ" ან რამე სხვა ძალადობრივი რეაქცია გქონდეთ, ის მკვლელობის ბოროტი წამახალისებელია.

ყველას გილოცავთ, ვინც დღეს გადარჩით და ცოცხალი ხართ ამ ქვეყანაში... ხვალ შეიძლება, თქვენზე ძლიერს და გავლენიანს გადაეყაროთ და მოკვდეთ ... აფერუმ, ვინც თქვენი პოლიტიკური ან საჯარო როლით, ამ ბოროტებას ახალისებთ!", - წერს გიორგი ბურჯანაძე.

9 მარტს ტელეკომპანია იმედზე ინტერვიუში ბერა ივანიშვილმა თქვა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, ან მის "ოჯახს შეეხება", "აუცილებლად პასუხს მოსთხოვს".

შეგახსენებთ, რომ 6 მარტს „TV პირველმა" სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილისა და სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული სატელეფონო საუბარი გაავრცელა. საუბარი სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას შეეხებოდა.

ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი საუბრის შინაარსში დანაშაულის შესაძლო ნიშნებს ხედავენ და გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. "ქართული ოცნება" არ უარყოფს მასში მონაწილე პირების ვინაობას; განმარტავს, რომ ეს არის 2010-2011 წლებში "ქართუს" პრეზიდენტისა და არასრულწლოვანი ბერას სატელეფონო საუბრის მიყურადების შედეგად მოპოვებული ფარული ჩანაწერების ფაბრიკაცია. მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს.

9 მარტს პროკურატურაში განაცხადეს, რომ უწყებამ „საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“:

„საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად. გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას",- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S