Accentnews.ge
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა

10/03/2021 06:58:59 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელად ილია დარჩიაშვილი დანიშნა.

ადმინისტრაციის ცნობით, ილია დარჩიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, ხოლო მანამდე - საგანგებო დავალებათა ელჩი. მას დიპლომატიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

"ილია დარჩიაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე; მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე; მანამდე იგი კერძო სექტორში საქმიანობდა.

ილია დარჩიაშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და საფრანგეთის გრენობლის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა კახა ქემოკლიძემ 24 თებერვალს დატოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S