მთავრობის ადმინისტრაცია კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა
10/03/2021 11:08:53 პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაცია კიდევ ერთმა თანამშრომელმა – კოტე ანანიაშვილმა დატოვა.
ექს–პრემიერმა გიორგი გახარიამ ანანიაშვილი აჭარის პოლიციიდან 9 თებერვალს გადმოიყვანა და რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსად დაინიშნა.
როგორც ანანიაშვილი აცხადებს, მან განცხადება თავისი ნებით დაწერა.
დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისი შემცვლელი უკვე დანიშნა. რეგიონულ პოლიტიკას ლერი ბარნაბიშვილი უხელმძღვანელებს.
ინფორმაციისთვის: როგორც ცნობილია, პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას ცვლილების შემდეგ ბოლო ორ კვირაში თანამდებობები დატოვეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, მისმა მოადგილემ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და პრემიერ–მინისტრის მრჩეველმა კომუნიკაციის საკითხებში.


