აბაზოვის მხარდაჭერა ბერას: "თუ ვინმე სხვანაირად თვლის, მე იმ კაცის დედა მართლა ..."
10/03/2021 12:20:03 პოლიტიკა
მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი ბერა ივანიშვილს მხარდაჭერას უცხადებს და მის ფოტოს "ფეისბუქის" "სთორიზე" აქვეყნებს ბერას ციტატით:
"თუ ვინმე დედას შემაგინებს პასუხს დღესაც მოვთხოვ". წარწერას იქვე ახლავს თემურ აბაზოვის ფრაზა:
"თუ ვინმე სხვანაირად თვლის, მე იმ კაცის დედა მართლა ...".

თემურ აბაზოვმა თანამდებობა 2019 წლის თებერვალში დატოვა.მას მოქალაქის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ედავებოდნენ. იგი 2018 წელს დაკავებულიც იყო, თუმცა ე, სასამართლომ მას გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.


