“ოცნების” დეპუტატი ოპონენტს აგინებს და FB-მომხმარებლებს იმავესკენ მოუწოდებს
10/03/2021 18:55:15 პოლიტიკა
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ახალწვეული დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ დიტო სამხარაძე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს – გოგი წულაიას აგინებს და სოციალური ქსელის მომხმარებლებს იგივე ქმედებისკენ მოუწოდებს.
„ვინც მაგას არ შეაგინოს, ის იყოს დორბლიანი ნაცი! ის იყოს გვარამია და სააკაშვილი! ის იყოს არა ქუთაისელი!
კომენტარებში, შევაგინებ“,– წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში .
დეპუტატის მოწოდებას მიჰყვნენ სოციალური ქსელის რიგი მომხმარებლები და ამ დროისთვის „პოსტი“ ათობით კომენტარს აგროვებს
ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ წულაიამ ივანიშვილსა და მის ვაჟს მედიის საშუალებით მიმართა:
„ივანიშვილო, გაგიუბედურებია შვილი ამ მლიქვნელებში, რომლებიც ყველაფრისთვის მზად იყვნენ. შე გაუბედრებულო ადამიანო, მეცოდები. ბერა, გაგინემ, მოდი და გამისწორდი“.


