Accentnews.ge
ღარიბაშვილმა რიგი შეზღუდვების დაბრუნება არ გამორიცხა

ღარიბაშვილმა რიგი შეზღუდვების დაბრუნება არ გამორიცხა

11/03/2021 07:34:16 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატება შეინიშნება და პირბადის ტარების მაჩვენებელი "საგნაგაშოდ დაეცა".

მან მოქალაქეებს მიმართა, რომ ვაქცინაციამდე აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა, რათა შეზღუდვები კიდევ ერთხელ არ დაწესდეს და თავიდან ავიცილოთ "მესამე ტალღა":

"ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, თუმცა ბოლო დღეებში ვაკვირდებით დინამიკას და შემთხვევების გარკვეული მატება შეინიშნება. ასევე შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება და რეკომენდაციების უგულვებელყოფა. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. კიდევ ერთხელ მინდა თხოვნით მივმართო მოსახლეობას, რომ ეს ელემენტარული, მარტივი წესი დავიცვათ ყველამ. იმისთვის რომ არ დავუშვათ ე.წ. მესამე ტალღის გავრცელება ქვეყანაში.

მე ინტენსიურად ვარ ჩართული მოლაპარაკებებში, როგორც ვაქცინის მწარმოებლებთან ის პარტნიორ ქვეყნებთან. ძალიან მალე ჩვენ ველოდებით ვაქცინის პირველ პარტიას. ვაქცინაციამდე უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ ხელი არ შევუწყოთ ვირუსის გავრცელებას, რამაც არ უნდა გვაიძულოს, კიდევ ერთხელ დავაბრუნოთ გარკვეული შეზღუდვები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S