Accentnews.ge
სუბარი -  "ტვ პირველის" ჟურნალისტს: "რა ფორმითაც მოგცეს მასალა, იმ ფორმით მიაწოდეთ პროკურატურას"

სუბარი -  "ტვ პირველის" ჟურნალისტს: "რა ფორმითაც მოგცეს მასალა, იმ ფორმით მიაწოდეთ პროკურატურას"

11/03/2021 11:00:33 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წევრი სოზარ სუბარი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვით, პროკურატურას უფლება ეძლევა "ტვ პირველიდან" მასალები ამოიღოს და აცხადებს, რომ ტელევიზიაში შეჭრაზე საუბარი არ არის.

სუბარის თქმით, კარგი იქნება თუ "ტვ პირველი" გამოძებასთან ითანამშრომლებს.

"რაც შეეხება ძალით შეჭრას, ბუნებრივია, ეს არ იგულისხმა. რაც შეეხება გამოძიებას, რადგან გამოძიებას ითხოვდით თქვენც და მთელი ოპოზიციური სპექტრი, კარგი იქნება თანამშრომლობა - სხვანაირად გამოძიება ფაქტების გარეშე არ არსებობს. არ არსებობს რაიმე მასალა, ვერ მიაწოდებთ იმას, რაც არ არსებობს. მე არ ვიცი რა ფორმით მოგაწოდეს, რა ფორმითაც მოგაწოდეს, იმ ფორმით მიაწოდეთ. მე რასაც ვისმენდი, შეიძლება, არასწორად მახსოვს, სწორედ თქვენს ეთერში ამბობდნენ, რომ მოგვიტანეს 4 ფლეშკა, რაღაც კონვერტი და ადამიანი, რომლის ვინაობაც არ ვიცით", - აცხადებს სუბარი.

სასამართლომ პროკურატურას "TV პირველიდან" მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა. თუმცა, როგორც ირკვევა, პროკურატურამ არა სკანდალური აუდიო ჩანაწერები მოითხოვა, არამედ, კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც ჟურნალისტებს მიაწოდეს.

მოგვიანებით, პროკურატურამ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ არავინ აპირებს "ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას".

ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც „TV პირველმა" სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილისა და სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული სატელეფონო საუბარი გაავრცელა, ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები მისი შინაარსის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვდნენ. პროკურატურამ ჩანაწერების გავრცელების მესამე დღეს თქვა, რომ გამოძიებას იწყებდა უკანონო მიყურადებისა და არა საუბრის შინაარსის გამო.

ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: „სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს", - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: „ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო".

9 მარტს ბერა ივანიშვილმა "იმედს" ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ საუბარი მისი მოზარდობის პეროდს – 2011 წელს ესება, გარკვეული ჯგუფი მიზანმიმართულ თავდასხმებს ახორციელებდა მისი და მისი მხარდამჭერების მისამართით, დაცვის სამსახურმა კი კანონის ფარგლებში მოახდინა რეაგირება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პასუხს აგებინებს ყველას, ვინც მის ოჯახს შეურაცხყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S