Accentnews.ge
"ოპოზიცია ეცდება, გამოაგოროს ახალი თემა მოლაპარაკების ჩასაშლელად"

"ოპოზიცია ეცდება, გამოაგოროს ახალი თემა მოლაპარაკების ჩასაშლელად"

11/03/2021 11:27:30 პოლიტიკა

"ოპოზიცია ეცდება, გამოაგოროს ახალი თემა მოლაპარაკების ჩასაშლელად", – ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა სოზარ სუბარმა "ტვ პირველის" ირგვლივ განვითარებული ოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, “ტვ პირველში” შეჭრაზე საუბარი ტემპერატურის აწევის მცდელობაა:

"არანირ შეჭრაზე ლაპარაკი არ არის, ეს არის უბრალოდ ტყუილი, გამოგონილი, მორიგი ტემპერატურის აწევის მცდელობა, ისევ ისე, როგორც იყო ფალსიფიცირებული ჩანაწერები, რომლებიც გამოქვეყნდა. ოპოზიცია ეცდება ეხლა გამოაგოროს რაღაც ახალი თემა, რომლითაც ეცდებიან მოლაპარაკებების ჩაშლას".

სასამართლომ პროკურატურას "ტვ პირველიდან" მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა. თუმცა, როგორც ირკვევა, პროკურატურამ არა სკანდალური აუდიო ჩანაწერები მოითხოვა, არამედ, კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც ჟურნალისტებს მიაწოდეს.

მოგვიანებით, პროკურატურამ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ არავინ აპირებს "ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას".

ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც „ტვ პირველმა" სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილისა და სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული სატელეფონო საუბარი გაავრცელა, ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები მისი შინაარსის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვდნენ. პროკურატურამ ჩანაწერების გავრცელების მესამე დღეს თქვა, რომ გამოძიებას იწყებდა უკანონო მიყურადებისა და არა საუბრის შინაარსის გამო.

ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: „სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს", - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: „ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო".

9 მარტს ბერა ივანიშვილმა "იმედს" ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ საუბარი მისი მოზარდობის პეროდს – 2011 წელს ესება, გარკვეული ჯგუფი მიზანმიმართულ თავდასხმებს ახორციელებდა მისი და მისი მხარდამჭერების მისამართით, დაცვის სამსახურმა კი კანონის ფარგლებში მოახდინა რეაგირება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პასუხს აგებინებს ყველას, ვინც მის ოჯახს შეურაცხყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S