Accentnews.ge
"კარგი იქნებოდა, თუ ბლინკენი ჩავიდოდა საქართველში, რათა მოეხმაროს მხარეებს, ვითარება ჩვეულ კალაპოტში დაბრუნდეს"

"კარგი იქნებოდა, თუ ბლინკენი ჩავიდოდა საქართველში, რათა მოეხმაროს მხარეებს, ვითარება ჩვეულ კალაპოტში დაბრუნდეს"

11/03/2021 18:25:11 პოლიტიკა

"ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარი ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა, თუ აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩავიდოდა საქართველში, "რათა მოეხმაროს მხარეებს, ვითარება ჩვეულ კალაპოტში დაბრუნდეს".

მისივე თქმით, აშშ-მა და ევროკავშირმა უნდა იმუშავონ ერთად და საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისკენ მიმავალ გზაზე დაეხმარონ.

"საქართველოში ახლა ძალიან ბევრი შიდაპოლიტიკური პრობლემა არსებობს. ვიდრე საქართველო სწორი მიმართულებით მიემართება, ცხადია, იქნება აღმასვლა და დაღმასვლა. ეს ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ხდება. მაგრამ ვიდრე საქართველო სწორი მიმართულებით მიდის, აშშ-მა და ევროკავშირმა უნდა იმუშავონ ერთად და დაეხმარონ ქვეყანას ევროატლანტიკური სივრცისკენ მიმავალ გზაზე. პირველ რიგში, ძალიან კარგი იქნებოდა, თუ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ჩავიდოდა საქართველში, რათა მოეხმაროს მხარეებს კომპრომისის მოძებნაში, რომ ვითარება ჩვეულ კალაპოტში დაბრუნდეს. ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს უფრო ფართო სურათი, რომ საქართველო მტკიცედ ადგას NATO-სკენ მიმავალ გზას და აშშ უნდა დაეხმაროს ამ გზაზე საქართველოს; ასევე დარჩეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ერთგული“,- აცხადებს ლუკ კოფი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S