Accentnews.ge
ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილისა და კრისტიან დანიელსონის შეხვედრა მიმდინარეობს

ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილისა და კრისტიან დანიელსონის შეხვედრა მიმდინარეობს

12/03/2021 05:47:42 პოლიტიკა

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონს ხვდება.

პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე შეხვედრას ესწრება საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისს დღეს ეწვია. დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ 1 მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

მოგვიანებით, დანიელსონი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S