დანიელსონი: "საქართველო რეგიონში ყოველთვის დემოკრატიულობისა და სტაბილურობის მაგალითს წარმოადგენდა და ეს ვითარება არ უნდა შეიცვალოს"
12/03/2021 07:54:39 პოლიტიკა
"საქართველო რეგიონში ყოველთვის დემოკრატიულობისა და სტაბილურობის მაგალითს წარმოადგენდა და ეს ვითარება არ უნდა შეიცვალოს, რადგან ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესშია", – ამის შესახებ ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის ცნობით, კრისტიან დანიელსონმა აღნიშნა, რომ დღეს მოლაპარაკებებში ჩართული მხარეებისგან უფრო მეტად შეიმჩნევა მზაობა შეთანხმების მისაღწევად.
პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მრჩეველი მაგდალენა გრონო.
შეგახსენებთ, რომ დანიელსონი ამ წუთებში პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება


