"მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო სრული მზაობა. ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს"
12/03/2021 08:13:53 პოლიტიკა
"მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო სრული მზაობა. ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს", – ამის შესახებ საქართველო პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ.
"როგორც მოგეხსენებათ, ბატონი კრისტიან დანიელსონი ვიზიტით იმყოფება საქართველოში. გულწრფელი მადლიერებით მინდა, აღვნიშნო პრეზიდენტ შარლ მიშელის ჩართულობა ამ პროცესში. მოგეხსენებათ კარგად, რომ პრეზიდენტ შარლ მიშელის ჩართულობა არ არის სისტემარური და ხშირი შემთხვევა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში და ჩვენს მიმართ მისი და ევროკავშირის ინტერესი ხაზს უსვამს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისთვის. აქედან გამომდინარე, ეს რა თქმა უნდა, არის გამოხატულება ნდობისა ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს მიმართ. ეს ჩვენ გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას ყველა აქტორს – ხელისუფლებასა და ოპოზიციას. ასეთივე პათოსით და სულისკვეთებით განმსჭვალული უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. სრული მზაობა მინდა დავადასტურო ჩვენი გუნდის და პარტიის სახელით, რომ ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა:
"ბატონი დანიელსინი არის გამოცდილი დიპლომატი. იგი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ეს პროცესი დასრულდება მოკლე დროში. იმედი მაქვს კონსტრუქციული დიალოგის, ოპოზიციის კონსტრუქციულობის".


