Accentnews.ge
ღარიბაშვილი – სკანდალურ ჩანაწერზე: „დაზარალებული პირადად ვარ“

ღარიბაშვილი – სკანდალურ ჩანაწერზე: „დაზარალებული პირადად ვარ“

12/03/2021 08:27:05 პოლიტიკა

ღარიბაშვილმა „ტვ პირელის“ მიერ 6 აპრილს გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერთან დაკავშირებით დუმილი დაარღვია, მას ფაბრიკაცია უწოდა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერესებზე გაამახვილა ყურადღება.

„კარგად გვესმის, რას ემსახურებოდა აღნიშნული პროვოკაცია. გვესმის, ვისგან მომდინარეობს – ეს რა თქმა უნდა, არის მიხეილ სააკაშვილის მცდელობა, მით უფრო, რომ გამოიკვეთა რეალური კონტურები პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის, სწორედ მაში იქნა ეს უბინძურესი პროვოკაცა, სიყალბე, ფაბრიკაცია გამოყენებული. ეს დასაგმობია როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან. იმედი მაქვს, ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი გაემიჯნება“.

მისი თქმით, ჩანაწერი 11 წლის წინანდელი სხვადასხვა საუბრებიდან ამოკრეფილი ტექსტითაა შექმნილი. ამასთან, როგორც ღარიბაშვილი ამბობს, 2017 წელს ის ბიზნესში იყო და პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონდა.

რაც შეეხება ჩანაწერის მიეხედვით ბერა ივანიშვილის ფრაზას ღრაიბაშვილისადმი, „მინისტრები დაგირეკავენ“, ღრაიბაშვილი ამბობს, რომ 11 წლის წინ, როდესაც ივანიშვილის მიერ დაფძნებულ ფონდს ხელმძღვანელობდა, პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, ასევე პრეზიდენტის მეუღლესთან და დედასთან – გიული ალასანიასთან.

ღარიბაშვილი თვლის, რომ დაზარალებული თავადაა და სწორედ ეს ფაქტია გამოსაძიებელი, რატომ უსმენდნენ და გამოაქვეყნეს უამრავი საუბრების "დამახინჯებული სიყალბე":

„დანაშაულზე არ შეიძლება საუბარი, როდესაც არ არსებობს დაზარალებული. დაზარალებული პირადად ვარ. პირველი კითხვა მაქვს, რატომ მისმენდნენ, რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანივილს – არც „ქართული ოცნება“ არსებობდა, არც ბიძინა ივანისვილი იყო პოლიტიკაში ჩართული. სესაბამისად, ეს ორმაგად ამძიმებს ამ ბრალდებებს. აღნიშნული იმის დემონსტრირებაა, რომ ჩვენ ყველანი ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი. დანაშაული არ მომხდარა, არ არსებობს დაზარალებული. ვნახეთ პიროვნება, რომელმაც თქვა, რა ატმოსფეროში მოხდა გასაუბრება ბატონი ინზორ ჩუბინიძის“,- განაცხადა ღარიბაშვილმა და ანზორ ჩუბინიძის მიერ მედიისთვის მიცემული კომენტარი გაიხსენა.

„იყო პირთა ჯგუფი, რომელიც ბერა ივანიშვილს ლიკვიდააციით ემუქრებოდა. იყო უამრავი მუქარა და შეურაცხმყოფელი მუქარები. ეს იყო ბატონი ჩუბინიძის მოვალეობა, გამოეკვლია, მათ შორის, პოლიციის ჩართულობით (მაშინ დაცვლის პოლიცია ემსახურებოდა ბატონ ივანიშვილს). ამდენად, ყველაფერი აბსოლუტურად ნათელია.

როგორ წარმოგიდგენით, „ნაცმოძრაობის“ დროს ასეთი დანაშაული, როგორც ამას ისინი ყვებიან, რომ მოხდარიყო, დატოვებდნენ თუ არა ისინი ამ ფაქტს გაუხმაურებელს? რა თქმა უნდა, არა. დასკვნა შემდეგია, არავითარი დანაშაული არ მომხდარა. ეს ჩვეულებრივი სიყალბა, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ იხილა“,– განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S