Accentnews.ge
კალაძე - პოლოლიკაშვილზე: "მსგავსი ინფორმაცია კი არ ვრცელდება, ოპოზიციური მედიასაშუალებები ავრცელებთ და სიცრუეს ტირაჟირებთ"

კალაძე - პოლოლიკაშვილზე: "მსგავსი ინფორმაცია კი არ ვრცელდება, ოპოზიციური მედიასაშუალებები ავრცელებთ და სიცრუეს ტირაჟირებთ"

12/03/2021 09:03:06 პოლიტიკა

„სრულიად ტყუილს და სიცრუეს ავრცელებთ", - აცხადებს კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშიორებით, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი შესაძლოა, გაერო–ში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი იყოს.

"მსგავსი ინფორმაცია კი არ ვრცელდება, არამედ თქვენ ავრცელებთ, ოპოზიციური მედიასაშუალებები და სიცრუეს ტირაჟირებთ. არჩევნებამდე დარჩენილია შვიდი თვე, თუ შეგიძლიათ, გაიხსენოთ ერთი არჩევნები, როდესაც შვიდი თვით ადრე წარმოდგენილია კანდიდატი. რა თქმა უნდა, ვიღებთ კონსულტაციებში მონაწილეობას, რომ შევარჩიოთ, ვინ იქნება სხვადასხვა რაიონში საკრებულოს წევრი, მერები და ა.შ. ეს არის პროცესი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძლდება. კანდიდატის ვინაობა ერთი თვით ადრე გახდება ცნობილი და გაიგებთ ყველაფერს, ეს არის კანონმდებლობით გათვალისწინებული. მე ვარ ქალაქის მერი, ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას. შესაბამისად, როდესაც გადაწყვეტილება მიღებული იქნება კანდიდატთან დაკავშირებით, ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S