"ახლა დროა ყველა პოლიტიკური მხარისთვის, რომ ამ ჩიხიდან გამოსავალი ოპოვონ კომპრომისის სახით"
12/03/2021 09:20:09 პოლიტიკა
"ახლა დროა ყველა პოლიტიკური მხარისთვის, რომ ამ ჩიხიდან გამოსავალი ოპოვონ კომპრომისის სახით", – ამის შესახებ ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"აქ რაც ხდება, ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. ჩვენი მხრიდან შეშფოთებაა, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული. ძალიან ბევრი გამოწვევაა, რომელიც ეხება პანდემიას, ეკონომიკურ სიტუაციას, ამიტომ გვჯერა, რომ ახლა არის დრო, რომ პოლიტიკურმა მხარეებმა ყველა ძალა იხმარონ, რომ ამ ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ კომპრომისის სახით. ჩემი როლი ისევე როგორც ელჩი დეგნანისა და ელჩი ჰარცელის როლი არის ამ პროცესის დახმარება. ეს არის პარტიების, ეს არის მათი წარმომადგენელების საქმე, რომ მათ თვითონ იპოვონ გამოსავალი, რა თქმა უნდა, ჩვენი დახმარებით, რომ გაუმკვალვდენენ ამ ვითარებას", – განაცხადა დანიელსონმა.


